"1 აბი სუბოტექსის ინექციური მოხმარება 8-10 მომხმარებლის ნარკოტიკულ თრობას იწვევს"
13:57:19     08-01-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზეა საუბარი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"პატრიარქმა ბრძანა, რომ აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ასევე საუბრობს სარეაბილიტაციო ცენტრების საჭიროებაზე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე, დემოგრაფიულ კატასრტროფასა და სხვა ღონისძიებაზე და მოგვიწოდებს სწორი, კომპლექსური მიდგომისკენ, განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედულობისაკენ. ეს არის სწორი ფორმულირება. პატრიარქი, ბუნებრივია, არ შევიდოდა კანონპროექტის განხილვაში, მაგრამ ასევე ცხადია რომ უწმინდესი მხარს არ დაუჭერს იმგვარი რეგულაციების შემოღებას, რომლითაც ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ, პირიქით, გაიზარდება. ჩვენ ვეთანხმებით, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აშენდეს, დაზუსტდეს საჯარიმო სანქციები, რომ ის უნდა აღწევდეს კონკრეტულ მიზანს. სრულიად ვეთანხმები უწმინდესს და არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, თუმცა, არ უნდა შევუწყოთ ხელი მოხმარების გავრცელებას, რის საშუალებას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ნამდვილად არ იძლევა. რისკები საკმაოდ მაღალია" -ნათქვამია განცხადებაში.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პატრიარქი მხარს არასდროს დაუჭერს კანონპროექტში არსებულ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ნარკოტიკის, თუნდაც მძიმე ნარკოტიკის მცირე დოზით შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნა- საზღვარზე უკანონო შემოტანა ექვემდებარებოდეს 100 ლარამდე ჯარიმას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი). თუნდაც იმას, რომ ადამიანებმა 1 აბი სუბოტექსით იარონ და არავითარი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, არადა, 1 აბი სუბოტექსის ინექციური მოხმარება 8-10 მომხმარებლის ნარკოტიკულ თრობას იწვევს. არასრულწლოვნებთან ერთად, მათი თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი კო მხოლოდ 200 ლარამდე ჯარიმას ექვემდებარებოდეს.