„არსებობს იმის ნიშნები, რომ მექსიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერევა“

  11:42:25     08-01-2018

„არსებობს იმის ნიშნები, რომ მექსიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერევა“, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი სერიოზულ ძალისხმევას იყენებს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლარიზაციის შესატანად და ევროპაში ერთობის დასანგრევად. მისივე შეფასებით, კატალონიის რეფერენდუმიც იმის მაგალითია, თუ როგორ ერევა რუსეთი უცხო სახელმწიფოების შიდა საქმეებში.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი იყენებს ჩახლართულ საარჩევნო კამპანიას განხეთქილების შესატანად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის კიბერინსტრუმენტების გამოყენებით“, - აცხადებს მაკმასტერი.

მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 1-ელ ივლისს ჩატარდება.