თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  15:38:27     05-01-2018

თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში პროსტიტუციისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ „მილიეტი“ წერს. 

პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 21 წლის ალპასლან ე., რომელიც საქართველოს მოქალაქე 30 წლის გ.ა.-ს პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდა.

დაკავებულ ქალს დეპორტაციისთვის ამზადებენ, ალპასლან ე.-ს კი სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.