მამუკა მდინარაძე: გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი
14:53:13     05-01-2018
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
მისი თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განაჩენი არის გაგრძელება და ლოგიკური შედეგი თავის დროზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციებისა, როცა მან შეშფოთება გამოთქვა იმ მართლმსაჯულების გამო, რაც საქართველოში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე ობიექტური გამოძიება და ობიექტური მართლმსაჯულება წარიმართა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი. დადგინდა კონკრეტული პირის ბრალეულობა და სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა მდინარაძემ.