მიშას მიუსაჯეს, როდის დაიჭერენ მარგველაშვილს?

  12:46:14     05-01-2018

მოსამართლე არევაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების გამო პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა, წლების წინ, ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები შეიწყალა. მათ შორის გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებიც, რაც პროკურატურისათვის ბრალდების წაყენების საფუძველი გახდა. 

[I=2]პროკურორი ნადარეიშვილი ამტკიცებდა რომ სააკაშვილს არ ჰქონდა უფლება შეეწყალებინა გირგვლიანის საქმეზე ბარლდებულები, თუმცა, საპაირისპირო წერია საქართველოს კონსტიტუციაში. 

მიუხედავად ამისა, მოსამართე არევაძემ პროკურორ ნადარეიშვილს დაუჯერა და არ ენდო საკუთარ თვალებსა და საქართველოს კონსტიტუციას. 

მნიშვნელოვანი დეტალი: საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს (ისევე როგორც მის წინამორბედს ჰქონდა ამის უფლება), შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, სასჯელის მოხდისა თუ შესაწყალებელი პირის მიმართ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებისა.

მარგველაშვილსაც ჩასვამენ? 

მარგველაშვილმა, რომელმაც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნდობა კახა ბენდუქიძისადმი პოლიტიკური დევნით მოიპოვა და აგრარულ უნივერსიტეტს დახურვა დაუპირა, გაპრეზიდენტებისთანავე შეიწყალა საკუთარი ცოლის ძმა, რომელიც სასჯელს მესამედ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობისათვის იხდიდა და 17 წელი ჰქონდა მისჯილი. 

მარგველაშვილმა, მთელი ამ დროის განმავლობაში შეიწყალა მკვლელები, ყაჩაღები, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები. მაგალითად მარგველაშვილმა შეიწყალა  „ოქრიკა“, რომელმაც შეწყალების შემდეგ კვლავ ჩაიდინა მკვლელობა და ვაკეში, 24 წლის ახალგაზრდას მოუსწრაფა სიცოცხლე. 

თუმცა, აქამდე, პრეზიდენტებს შეწყალების გამო არ ასამართლებდნენ. საზოგადოებას შეეძლო, პრეზიდენტი, მიღებული გადაწყვეტილების გამო გაეკიცხა, მისთვის მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაგრამ არა - სასჯელი. 

კერძოდ: ყველა ხვდება რომ „ოქრიკას“ მიერ ჩადენილ მკვლელობაში მარგველაშვილი მორალურად პასუხისმგებელია, მაგრამ აქამდე, არავის მოსვლია აზრდა მისი დაპატიმრება მოეთხოვა. 

[I=3]არადა, პროკურორმა ნადარეიშვილმა და მოსამართლე არევაძემ, დღეს სწორედ ასეთი საშიში და გაუგონარი პრეცედენტი შექმნეს. 

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, შურისძიებით დაბრმავებულ რომელიმე პროკურორს მკვლელებისა და ყაჩაღების შეწყალების გამო, თავისუფლად შეუძლია ბრალი წაუყენოს მარგველაშვილსაც, რომელიც ვერც კი ბედავს ხმა ამოიღოს ნადარეიშვილ-არევაძის სამართლებრივ აბსურდზე.