NATO-მ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიაში პირველად ოფიციალური ჰიმნი დაამტკიცა

  12:28:46     05-01-2018

NATO-მ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიაში პირველად ოფიციალური ჰიმნი დაამტკიცა. 

ჰიმნს ტექსტი არ აქვს და 20 ინსტრუმენტზე სრულდება.

ჰიმნი 1989 წელს ნატოს ორმოცი წლის იუბილესათვის დაიწერა და მისი ავტორი ანდრე რეიჩლინგია. დღემდე ჰიმნი ალიანსის არაერთ ღონისძიებაზე შესრულდა.