გერმანიაში აფთიაქების ძარცვაში ბრალდებული ქართველების ოჯახი დააკავეს
11:58:37     05-01-2018
გერმანიაში აფთიაქების ძარცვაში ბრალდებული ქართველების ოჯახი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამა, დედა და შვილი ქალაქ ბრეკვედეში აიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, აფთიაქში მამა და შვილი შედიოდა.16 წლის გოგონა დახლებიდან ნივთებს იპარავდა, ხოლო 34 წლის მამა ცდილობდა, ქალიშვილის საქციელი სათვალთვალო კამერას არ დაეფიქსირებინათ. მამა-შვილს გარეთ, მანქანაში დედა ელოდებოდათ.
პოლიციამ დამნაშავეების დაკავება ჩასაფრების შედეგად შეძლო.