ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

  10:49:54     05-01-2018

ნიუ-იორკის გუბერნატორმა უამინდობის გამო, საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. 

“ნიუ-იორკში, უესჩესტერსა და ლონგ აილენდში ექსტრემალური პირობების გამო საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, - წერს ენდრიუ კუომო Twitter-ის პირად გვერდზე.

უამინდობის გამო მუშაობა შეაჩერა ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმაც. მიზეზი ცუდი ხილვადობა გახდა.