„ტრამპმა ირანელ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოცირება გაუწია ირანში ეროვნულ განწყობებს“

  12:59:42     04-01-2018

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ წერილს შეურაცხმყოფელი უწოდა.

„ტრამპმა ირანელ ხალხს ტერორისტები უწოდა და პროვოცირება გაუწია ქვეყანაში ეროვნულ განწყობებს, ასევე მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ბახრამ კასემიმ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ტრამპი დღესაც, როცა ირანელ ხალხს მიმართავს, შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს და ეს იმ ქვეყნისადმი, რომელსაც მდიდარი, გავლენიანი კულტურული და ცივილიზაციის ათასწლიანი ისტორია აქვს.

„უდავოა, ტრამპის ასეთი მიდგომა, ირანის საზოგადოებისგან და მთელი მსოფლიოსგან სათანადო რეაქციას მიიღებს“, - განაცხადა კასემიმ.

მან პრეზიდენტ ტრამპს ურჩია, არ დახარჯოს დრო ირანელი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოქვეყნებისთვის.

„ჯობია ის, აშშ-ის შიდა პრობლემების მოგვარება დაკავდეს, ისეთი როგორიცაა ათობით ამერიკელის ყოველდღიური მკვლელობა შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ასევე მილიონობით უსახლკარო და მშიერი ხალხი“, - დასძინა მან.

კასემიმ განაცხადა: იმისთვის რომ აშშ-მა საერთაშორისო პატივისცემა დაიმსახუროს, უკეთესი იქნება პრეზიდენტმა ტრამპა სპარსეთში მიღებული ტრადიციები აღიაროს, ანუ კეთილი სიტყვები და კეთილი საქმე, - ნათქვამია ინფორმაციაში.