სირიაში რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  15:22:28     03-01-2018

სირიაში რუსული ვერტმფრენის Mi-24-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი 31 დეკემბერს მოხდა, თუმცა ძალოვან სტრუქტურაში ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დაადასტურეს.

სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ვერტმფრენის ვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

ვერტმფრენი ჰამას პროვინციაში, სამხედრო აეროდრომიდან 15 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.