ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საოფისე კომპლექსში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

  10:35:26     29-12-2017

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საოფისე კომპლექსში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 

შემთხვევის დროს შენობაში, სადაც პოპულარული გასართობი დაწესებულებებიც მდებარეობს, რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა იყო.