ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი

  10:20:28     29-12-2017

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ შემთხვევის ადგილას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. 

შენობაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ნიუ-იორკის ბრონკსის რაიონში 5 სართულიანი სახლის პირველ სართულზე მოხდა.