„ჯეოსელის“ ოფისის გაქურდვის მცდელობისთვის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
10:16:21     29-12-2017
დილით, სამართალდამცავებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ჯეოსელის“ ოფისის გაქურდვის მცდელობა აღკვეთეს. მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობის ფაქტზე უკვე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 ა. ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ვადით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.