შალვა ნათელაშვილი: არ მოვიდა გუგავა? მოვიდა გაძვირებული ტარიფები

  12:44:36     28-12-2017

„ვიწყებთ საპრეზიდენტო ბრიფინგებს! 10 თვის განმავლობაში მე მოგახსენებთ, გაპრეზიდენტებიდან პირველსავე თვეებში, ეს მოხდება თუ ზოგიერთი ჩვენგანი ისევ ვერცხლზე არ გაიყიდება“, - ამის შესახებ „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის 2018 წლის საპრეზიდენტო აღცევნებში მონაწილეობას, სადაც გაიმარჯვებს, შემდეგ კი მარეგულირებელ კომისისას გააუქმებს.

„წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ შესანიშნავი მოლოცვა გააკეთა დენის და წყლის გაძვრებით. შესაბამისად ივანიშვილი-კალაძის მილიონებს დაემატა რამდენიმე მილიონი ჩვენგან ამოღებული კაპიკები. გაპრეზიდენტებისთავანავე დავშლი მარეგულირებელ კომისიას, მაფიას და თავიანთ გადაწყვეტილებებს ასეთ არადამიანურ გაძვირებებზე გადავახევ თავზე. ასე რომ მათ შეუძლიათ ახლავე ეძებონ სამსახური, თუ ასეთს იშოვიან. ასეთს ვერ იშოვიან, იმიტომ, რომ 25 000 ლარი აქვთ ხელფასი ჩვენს წამებაში ყოველთვიურად. არაფერი ახალი არ იყო იმაში, რომ გაძვირება მოხდებოდა. მთელი ზაფხული გუგავამ, პარტიამ, მე გავატარეთ ხელჩართულ ბრძოლაში პატრულთან, სპეცრაზმთან. გადაწყვეტილების პროექტი გაძვირებაზე ჰქონდათ გამზადებული. და არჩევნების შემდეგ, თუ ისინი გაიმაჯრვებდნენ, ეს მოხდებოდა გარდაუვალად. და ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეასრულა თავისი დაპირება, ერთადერთი დაპირება შეასრულა, არაფერი არ მოუტყუებია და რასაც ამზადებდა, ის განახორციელა წლის ბოლოს. 

ვისი ბრალია ეს? აი, იმ 800 000 ჩვენი თანამოქალაქის, რომლებიც დაეწყვნენ არჩევნებზე, წავიდნენ, ხმა მისცეს და წააქეზეს არადემოკრატიული რეჟიმი. არ მოვიდა გუგავა? მოვიდა გაძვირებული ტარიფები და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, ვინც ვერ გათვალა, არ გათვალა ან იმწუთიერ საშოვარს გადაჰყვა და გადააყოლა იმ ხალხის ინტერესები, ვინც არაფერ შუაში არ იყო. პასუხისმგებლობა ეკისრება იმათაც, ვინც სახლში ზის ქრონიკულად და არ მოდის არჩევნებზე. ჩვენს მაგივრად ქვეყანას სხვა ვერავინ უპატრონებს და ვერავინ ვერ დაგვირეგულირებს სამართლიან ტარიფებსა და სოციალურ თანასწორობას ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მონდომების გარეშე.

და რა მოხდა დღეს? დღეს მოხდა ის, რომ კალაძის 20 ჰესიდან, მიღებული სამთეთრიანი დენი ავარდა თითქმის 25-ზე. ივანიშვილს დაეცა ტუზი და მისი ბიტკოინების ქარხანა, რომელიც 11 თეთრად იღებს დენს და გამოიმუშავებს მილიარდებს, დაფინანსდება ჩვენგან ამოღებული თანხებით", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.