კახეთში აფეთქების შედეგად 11 წლის ბიჭი გარდაიცვალა

  22:55:38     27-12-2017

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა. 

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო. შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.