პარლამენტმა "ნარკოტიკულ საშუალებათა ლიბერალიზაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ვერ შეძლო
16:49:34     27-12-2017
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დანიშნული სხდომა, სადაც "ნარკოტიკულ საშუალებათა ლიბერალიზაციის შესახებ" კანონპროექტი უნდა განეხილათ, კვორუმის ვერ შეკრების გამო ჩაიშალა.
როგორც "პრესა.ჯი"-სთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული კომიტეტის რამდენიმე წევრი ნარკოტიკულ საშუალებათა ლიბერალიზაციის წინააღმდეგია.
კანონპროექტის წინააღმდეგი არიან დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე, მირიან წიკლაური და ილია ნაკაშიძე.
დარბაზში, სადაც სხდომა 15:00 საათზე იყო დაწყებულიყო, ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და დეპუტატები იმყოფებიან, თუმცა მისი დაწყება ვერ ხერხდება.
თავად კომიტეტის წევრები ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში, დახურულ კარს მიღმა იმყოფებიან და საკითხზე მსჯელობენ.
"პრესა.ჯი"-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არსებობს, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს საკომიტეტო განხილვაზე არ უნდა გამოეტანა.