უმრავლესობას პარლამენტში 8 ფრაქცია ექნება
13:49:04     27-12-2017
„ქართული ოცნება“ ძლიერი ეკონომიკისთვის და „ქართული ოცნება“ ძლიერი საქართველოსთვის - ასეთი იქნება იმ ახალი ფრაქციების სახელწოდება, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
ცნობილია დეპუტატთა რაოდენობაც: ერთ ფრაქციაში 11, ხოლო მეორეში- 8 კაცი დეპუტატი შევა. მთლიანობაში, უმრავლესობას პარლამენტში 8 ფრაქცია ექნება.
საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ დამატებითი თანხის მოძიება საჭირო არ იქნება.
„კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ განაცხადებს და იმ შემთხვევაში თუ ფრაქციების შექმნის პროცედურული ნაწილი შეესაბამება რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შევიმუშავებთ დადებით დასკვნას და ამ ინფორმაციას მივაწვდით ბიუროს,“ - განმარტა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.
ახალი ფრაქციების შექმნით ოპოზიცია ხარჯების გაზრდაზე საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამბობენ, რომ ახალი ფრაქციები ფინანსური ინტერესის გამო იქმნება.
"ერთადერთი იქნება ის, რომ ჭამონ ბიუჯეტი და ამას ვნახავთ მთელი სამი წლის განმავლობაში, როგორი აქტიური იქნებიან ეს ახალი ფრაქციები. გაუგებარია, რატომ იქმნება, რისთვის იქმნება, რა უნდა გააკეთონ პარლამენტში და რა უნდა შესძინონ პარლამენტს. არის რაღაც შიდა ბრძოლა," - განაცხადა რომან გოცირიძემ.