"სამთავრობო ცვლილებების შედეგს არაერთხელ დავინახავთ"
11:09:20     27-12-2017
"დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პირველ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერიმა მინისტრებს მანდატების მიღება მიულოცა.
“მინდა მოკლედ შევაჯამო გასული წელი. პირველის სხდომაა განახლებულ ფორმატში. მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. გილოცავთ ახალ მანდატს და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამ ცვლილებების მიზანი იყო უფრო მოქნილი და ეფექტიანი მთავრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. ეს სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ პირველი სხდომაა, რომელსაც მთავრობის ახალი შემადგენლობა ესწრება, ასევე ეს არის მთავრობის წლის ბოლო სხდომა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 52 საკითხი, მათ შორის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხილვა, ასევე, დღევანდელ სხდომაზე მთავრობა „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესსა და პირობებს“ დაადგენს.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთიანდება.