ხატია დეკანოიძე: ფაქტია, რომ საზღვარი არის სრულიად დაუცველი
10:01:56     27-12-2017
ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტების მტკიცებით, კახეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებით დასტურდება, რომ ახმედ ჩატაევის გათავისუფლება სერიოზული შეცდომა იყო.
საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული პირების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის მიღების იმედი არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში საზღვრის დაუცველობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ფაქტია, რომ საზღვარი არის სრულიად დაუცველი. არავითარი მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ჩატაევის გარშემო აგორებულ სკანდალს და კითხვებს პასუხს გასცემს, არ მაქვს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.