ირაკლი კობახიძე: პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები
15:13:57     26-12-2017
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით გარკვეული სისუსტით გამოირჩეოდა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ამბიციური გეგმები აქვს და ამ ორი საკვანძო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.
„პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები. პარლამენტი გამოირჩეოდა გარკვეული სისუსტით წლების განმავლობაში, კანონშემოქმედებით სფეროში იყო გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში. ეს არის ორი საკვანძო ფუნქცია საქართველოს პარლამენტის და იყო გარკვეული ხარვეზები წლების განმავლობაში. საუბარი მაქვს გასულ 25 წლიან პერიოდზე ამ ორი მიმართულებით, თუმცა, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვითარდება და გვაქვს მუდმივი პროგრესი. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს კიდევ დამატებით იმისთვის, რომ ეს ორი ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით გვაქვს ამბიციური გეგმები. პარლამენტი საჭიროებს გაძლიერებას, პარლამენტის აპარატი საჭიროებს გაძლიერებას და ამ კუთხით ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.