ეკა ბესელია: სამართლებრივი პროცედურები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ გრძელდება

  14:16:07     26-12-2017

"სამართლებრივი პროცედურები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ გრძელდება და რაიმე ახალი მოთხოვნა საქართველოს უკრაინაში არ გაუგზავნია". 

​ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული პროცედურები მხოლოდ სამართლებრივია და პოლიტიკურ მოტივებს არ უკავშირდება. 

"პროცედურა, რაც იყო უკვე დაწყებული საკმაოდ დიდი ხნის წინ, ანუ სამართლებრივი პროცედურა კანონის შესაბამისად, ის პროცედურა მიმდინარეობს და რაიმე ახალი მოთხოვნის თაობაზე მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს სამართლებრივი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, უკვე დაწყებულია იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც საქართველოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის თაობაზე.სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს სასამართლოში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.