მიხეილ სააკაშვილს უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ერთ საათში ელოდებიან

  12:51:29     26-12-2017

მიხეილ სააკაშვილს უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ერთ საათში ელოდებიან.

სააკაშვილის ორჯერ დაპატიმრება და მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა ისე მოხდა, რომ ის მისთვის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით დაკითხული არ ყოფილა.

შეგახსებეთ, რომ პროკურატურას, დაახლოებით ორი კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის მცდელობა ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა, თუმცა უწყების მიმართ უნდობლობის გამო, დაკითხვაზე არ შევიდა.მისი ადვოკატების თქმით, გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ეწარმოებინა.

მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების სამსახურის შენობის წინ, პრესკონფერენციაც აქვს დაგეგმილი, სადაც ის კიდევ ერთხელ შეაფასებს მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.

დღესვე, კიევის საოლქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით პროცესია ჩანიშნული.

სწორედ ამ პროცესზე უნდა გადაწყდეს, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნას - გაუქმდეს 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილს პირველ მარტამდე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი აქვს.