პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდება

  12:28:50     26-12-2017

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ორი ახალი ფრაქციის დარეგისტრირება იგეგმება. 

საქმე ეხება საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნას. 

რეგისტრაციის შემდეგ ცნობილი გახდება საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ფრაქციების სახელები და შემადგენლობა.

ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უმრავლესობის ლიდერებთან კონსულტაციებს გადიოდნენ, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება.

„ფრაქციების თაობაზე შედგა კონსულტაციები, უახლოეს ხანებში დაელოდეთ, მოხდება ფრაქციების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გავლის შემდგომ, მიიღებთ ფრაქციების თაობაზე ყველა დანარჩენ ინფორმაციას,“ - განაცხადა მმართველი გუნდის წევრი ბიძინა გეგიძემ.