„ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი“

  17:46:17     25-12-2017

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.


„შეძრული ვარ, ნაციონალური მოძრაობის, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს“-წერს მიხეილ სააკაშვილი.