„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შსს-ს, მესტიაში მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს
17:33:57     25-12-2017
მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია. შსს-ში აცხადებენ, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ. ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით“, -აცხადებენ შინაგან საქმეტა სამინისტროში.
შეგახსებებთ, რომ გარდაცვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათი პარტიის მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საკრებულოს დეპუტატ ლომარ ნიგურიანის გარდაცვალების გამო.
„ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი“- აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.