მესტიაში საკრებულოს დეპუტატი მოკლეს

  16:48:38     25-12-2017

მესტიაში საკრებულოს დეპუტატი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო.

ოპოზიციონერ დეპუტატ ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.