მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატს: იმედი მაქვს, შემდეგ პროცესზე ოროსანი ბავშვივით არ მოხვალთ
18:10:24     22-12-2017
"შემდეგ პროცესს 25 დეკემბერს ჩავნიშნავ და იმედი მაქვს, შემდეგ პრროცესზე ოროსანი ბავშვივით არ მოხვალთ", - ასე მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხელ სააკაშვილის საზოგადოებრივ ადვოკატს, სოფიო გოგლიჩიძეს.
დღევანდელ პროცესზე სააკაშვილის საზოგადოებრივ ადვოკატს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა მან მოსამართლე გიორგი არევაძეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა.
"მომეცით საშუალება, რომ სრულყოფილად დავიცვა ბრალდებული და გთხოვთ, სასამართლო 15 იანვრისთვის გადადოთ. ერთკვირიანი ვადა საქმის გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად, ასევე პრეზიდენტთან კომუნიკაციის დასამყარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმის სირთულიდან და დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვიცოდი, საკმარისი არ იყო ერთკვირიანი ვადა, სწორედ ამიტომ მოვითხოვე ერთთვიანი ვადა. სასამართლო პროცესი ორი წელია მიმდინარეობს და უამრავი მასალა არსებობს, 2 000-ზე მეტ გვერდიან საქმეს, მაშინ როცა არაერთი საპატიმრო პროცესი მაქვს, შეუძლებელი იყო ერთ კვირაში გავცნობოდი", - უპასუხა მოსამართლეს ადვოკატმა და აღნიშნა, რომ მოსამართლის მიმართვა მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
ადვოკატის ნათქვამს, რომ საქმეში 10 ტომია, უსაფუძვლო აპელირება უწოდა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.
"საქმეში 3 ტომი და ერთიანობაში ორსაათიანი სიუჟეტები იყო საყურებელი. დაცვის მხარეს სრულიად საკმარისი დრო ჰქონდა მასალების გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად. ფაქტობრივად თვენახევარი გავიდა, რაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულდა და დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას არ ამზადებს. პროცესი უნდა გადაიდოს, მაგრამ მინიმალური ვადა უნდა მიეცეს",- განაცხადა ნადარეიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. სახელმწიფო ბრალდება მას გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.