"მაპროვოცირებელი და სამარცხვინო ნიკანორ მელიასთვის, დეპუტატი შეუფერებელი სტატუსია“
14:29:06     22-12-2017
პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაზა პაპუაშვილს დაუკავშირდა.
"დეპუტატმა, რომელიც არის საჯარო პირი, არ უნდა მისცეს თავს უფლება დაარღვიოს ეთიკური ნორმები და შეურაცხყოფილად მოიხსენიოს მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი. მას შეუძლია აკრიტიკოს, გამოთქვას თავისი აზრი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიაყენოს ასეთი შეურაცხყოფა პრემიერ-მინისტრს, არ მოუწყოს ისეთი ძალადობა და ისეთი ობსტრუქცია, როგორიც მან მოაწყო.
მელია ცდილობდა ადამიანები მდგომარეობიდან გამოეყვანა, ეს ერთგვარი დანაშაულია და ძალადობის ნიშნებს შეიცავს.
ამ სტატუსის მქონდე ადამიანმა ეს არ უნდა იკადროს.
მისი ქმედება იყო პროვოკაცია, ძალადობა, გაცნობიერებული ქმედება იმისათვის, რომ ჩაშლილიყო სხდომა.
ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რათა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული.
მაპროვოცირებელი და გენერატორი არის სამარცხვინო ნიკანორ მელია, რომლისთვისაც დეპუტატი შეუფერებელია სტატუსია, მან პასუხი უნდა აგოს ამ საქციელის გამო." - განუცხადა "პრესა.ჯის" ზაზა პაპუაშვილმა.