"5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე, მაგრამ არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული"
13:33:26     22-12-2017
სემეკის წევრობის კანდიდატი, დავით ნარმანია ოპოზიციას ურჩევს მის კანდიდატურაზე ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. თბილისის ყოფილი მერის განცხადებით, მან ბევრი იმუშავა, თუმცა პიარზე არ იყო ორიენტირებული.
„ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები ორი დღის წინ წარვუდგინეთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, შესაბამისად, დეპუტატებისთვის ჩვენი ამოცანები ცნობილია. ამიტომ, ველოდებით მხარდაჭერას. რაც შეეხება ოპოზიციას, მე ოპოზიციას ვუპასუხებდი, ჯერ ერთი ნახონ ჩემი გამოცდილება, ნახონ ის საკითხები, რაც მე თავის დროზე მარეგულირებელთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული და ვურჩევდი, რომ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება.
მე არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული, საქმეს ვაკეთებდი. 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე. ვიმუშავე დღე და ღამე მინისტრის რანგში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. არაერთი პრეზენტაცია და ანგარიში გვქონდა. ამიტომ, თუ რატომ შეირჩა დავით ნარმანია, წესით ეს კითხვა არ უნდა დაისვას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.