საქართველო დიდი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე
13:25:17     22-12-2017
პრემიერ კვირიკაშვილის მერ ოპოზიციის ლიდერისადმი გინებასა და მუქარას უკვე მოჰყვა გაგრძელება.
მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილს, მორჩილმა და აგრესიულმა უმრავლესობამ ხულიგნობა მოუწონა, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გრძელი სადღეგრძელოებით“ გამოხატა, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა აგრესია უკვე სხვების მიმართ გამოამჟღავნეს.
[I=2]მაგალითად: ერთ დროს ედიკას, მიშასა თუ გრიშას, ახლა კი, ქართული ოცნების აქტივისტებმა: დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მეტიც: დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი საჯაროდ აცხადებს რომ „ნიკა მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმაც რომ შეაგინოს, რა მოხდა“.
სამოქალაქო დაპირისპირებაში, კოლეგის დაჭრასა თუ იარაღის ჟღარუნში გამოწრთობილი პარლამენტარი, ნუკრი ქანთარია კი, ირწმუნება რომ „პრემერმა პროვოკაციას ვაჟკაცურად უპასუხა“.
იგივეს ამბობენ მთავრობის წევრებიც. კერძოდ: შს მინისტრმა გახარიამ, რომელმაც დასაწყისში რამდენჯერმე იყოჩაღა, გუშინ განაცხადა რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ „ნული რეაქცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას“.
[I=3]უკეთ გააზრებისათვის: შს მინისტრი ამბობს რომ თუ ნაციონალური მოძრაობის წევრს ან მხარდამჭერს შეაგინებენ, სცემენ, მოკლავენ... ქართულმა ოცნებამ „თვალი უნდა დახუჭოს“.
ბატონ გახარიას, როგორც ჩანს დაავიწყდა რომ ის კარის ან სოლოლაკის კი არა, საქართველოს შს მინისტრია და მისი პირდაპირი ვალდებულება შიდა უსაფრთხოება, კრიმინალთან და ზოგადად, ძალადობასთან ბრძოლაა.
კვირიკაშვილის სტანდარტი
კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის წევრებს აქვთ თმენის ვალდებულება. თუმცა, ვნახეთ რომ კორუფციასა და უნიათობაში დადანაშაულებულმა კვირიკაშვილმა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეაგინა და „თავის მოძრობით დაემუქრა“.
კიდევ კარგი რომ პრემიერმა იარაღი არ გააძლო ან თუნდაც მისი ხელისუფლების მიერვე გაშვებულ ე.წ კანონიერ ქურდს, ლავას ოღლის არ გადაურეკა და „რაზბორკაში“ არ ჩართო...
[I=4]რა სტანდარტს ამკვიდრებს „ღარიბაშვილზე უკეთესი“? პრემიერი გვეუბნება რომ გინება და მუქარა „მოსულა“. ანუ, მთავრობის წევრს შეუძლია ოპოზიციის ლიდერს აგინოს და დაემუქროს.
და რა შეიძლება მოჰყვეს კვირიკაშვილის ამ უპასუხისმგებლობასა და ძველბიჭობას? ექსპერტი და ერთ დროს ქართული ოცნების გულხურვალე მხარდამჭერი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს რომ „პრემიერმა, როგორც პოლიტიკოსმა, თვითლიკვიდაცია განახორციელა“.
მართალია, ამჟამინდელი პრემიერის პოლიტიკური ხარაკირი ერის ტრაგედია არ იქნება, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ კვირიკაშვილის მიერ დაწყებული და წახალისებული ძალადობა გაგრძელდება და მასშტაბურ სახეს მიიღებს?
პოლიტოლოგიის სპეციალისტის აზრით, პრემიერის უპრეცენდენტო საქციელმა შესაძლოა საფუძველი დაუდოს სამოქალაქო დაპირისპირებასა და კონფრონტაციას.
ნაციონალურ მოძრაობას, ბოლო არჩევნებზე ნახევარ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
„თუ პრემიერი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს კეთილებს აგინებს და თავის მოძრობით ემუქრება, ხოლო შს მინისტრი ამბობს რომ ასეთ მოვლენებზე ნული რეაქცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არაა რომ შესაძლოა სწორედ მათი ქმედებები და განცხადებები გახდეს მორიგი ძალადობის სათავე“ - მიიჩნევს იგი.