მიხეილ სააკაშვილი: არ მჭირდება ჰოლანდიის ვიზა
11:49:49     22-12-2017
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელერახ News One-ის ეთერში განაცხადა, რომ მას ჰოლანდიის ვიზა არ სჭირდება.
„მოქალაქეობის თაობაზე რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან და მათი წამყვანი პოლიტიკოსებისგან მაქვს შეთავაზება, მაქვს სამუშაო მოწვევა ამერიკაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამის პრობლემა მე არ მაქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა მან არც დაადასტურა და არც უარყო ჰოლანდიის ვიზის მიღება.
კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ჰოლანდიის ვიზა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან მისი ოჯახი ჰოლანდიიდანაა, მას ავტომატურად აქვს უფლება ამგვარ ვიზაზე.
ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზა გასცეს.