ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი სრულად უარყოფს გაეროს აბსურდულ რეზოლუციას, იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია
11:03:09     22-12-2017
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც 128 ქვეყანა აშშ-ს მოუწოდებს, გააუქმოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.
„ისრაელი სრულად უარყოფს ამ აბსურდულ რეზოლუციას. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ყოველთვის იყო. ყოველთვის იქნება, მე ვაფასებ ამას. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და ელჩ ჰეილის მათ მიერ ისრაელისა და ჭეშმარიტების ერთგულად დაცვისთვის“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
გუშინ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.
აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.
კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.