ეკა წამალაშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
00:59:39     22-12-2017
ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.
უწების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში „ცენზურის გარეშე“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბჭოს წევრ ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით”, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკა წამალაშვილი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოხმაურა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„არა ძალადობას! არა პოლიტიკურ დევნას! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ. ახლა დავბრუნდი პოლიციიდან. მე ყოველთვის ბოლომდე დავიცავ ჩემს უფლებებს და თქვენს უფლებებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.
ქოცისგან წყალგადასხმულის და თმითნათრევის სელფი“, - აღნიშნა წამალაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა.