ლევან გოგიჩაიშვილი გიგა ბოკერიას: თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი
16:40:55     21-12-2017
"ბატონო ბოკერია, თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი." - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრს გიგა ბოკერიას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
„ყველა თქვენი კითხვა, ყველა თქვენი გამოსვლა არის ძალიან შეურაცხმყოფელი და მე ვფიქრობ, წარმოუდგენელია თქვენთან რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილზე ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეკითხვით მიმართა გიგა ბოკერიამ, სადაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
საპენსიო რეფორმას რომ აპირებთ, იქნებ დადოთ საჯარო პირობა, რომ ამ ილუზორული რეფორმის ქვეშ გადასახადებს კიდევ არ გაზრდით, - მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
მანვე გიორგი კვირიკაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ მის თვალში კვირიკაშვილის პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია.