"2008 წელს ის 4 მილიარდი, რაც გადმოირიცხა ჩვენი დონორი ქვეყნებიდან, კაცმა არ იცის სად წავიდა"
15:58:31     21-12-2017
”ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას დევნილების საცხოვრებლებზე კითხვის დასმა არ მოუწევდა, 2008 წელს ხელისუფლებას გამოყოფილი 4 მილიარდი მიზნობრივად რომ დაეხარჯა.
- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა აქვს ამ მხრივ და დარწმუნებულია, რომ დევნილებისთვის საცხოვრებლების გადაცემის პროცესი მალე მივა ბოლომდე.
„2008 წელს ის 4 მილიარდი, რაც გადმოირიცხა ჩვენი დონორი ქვეყნებიდან, დევნილებზე რომ მიგემართათ, რაზეც იყო რეალურად გამოყოფილი ეს თანხა და კაცმა არ იცის სად წავიდა, სად აორთქლდა, დღეს ქალბატონ ელენეს ამ კითხვის დასმა არ მოუწევდა ბატონი სოზარისთვის და ბატონი პრემიერისთვის. ყველა დევნილი დაკმაყოფილებული იქნებოდა საცხოვრებელი ბინით. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა, ბიუჯეტის ფარგლებში რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ ამ ადამიანებს ფართებით და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი ძალიან მალე მივა ბოლომდე“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
ელენე ხოშტარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ კითხვას დასვამს იმ დევნილის სახელით, რომელიც მას დაუკავშირდა და შეკითხვა ბინებით დაკმაყოფილების თემას ეხება.
"ახსენეთ, რომ ეს მწვავე თემაა და კარგია, რომ ეს გამოწვევების რიცხვში ჩამოთვალეთ. ბატონო გიორგი, იქნებ გვითხრათ, არსებული ტემპით რამდენი წელი დასჭირდება, რომ დევნილები დაკმაყოფილდნენ ბინებით. როდესაც საუბრობთ, რომ ეს ტემპი უნდა დაჩქარდეს, რა კონკრეტული ხედვა და გეგმა გაქვთ ამ ტემპის დაჩქარების და რამდენად შეიძლება დაჩქარდეს?" - მიმართა ელენე ხოშტარიამ გიორგი კვირიკაშვილს.