ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, მელბურნში ავტომანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა

  14:10:27     21-12-2017

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, მელბურნში ავტომანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნები ამოძრავებდა დამნაშავეს.

პოლიციის განცხადებით, დაშავებულია 19 ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კი მძიმეა.
ინციდენტი დღეს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა. მანქანის მძღოლი და კიდევ ერთი პირი დაკავებული არიან.