ირანში მომხდარ მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა
13:49:43     21-12-2017
ირანში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 97 კი დაშავდა. დაღუპულია ორსული ქალი.
მიწისძვრა ქვეყნის დედაქალაქ თეირანშიც იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ირან-ერაყის საზღვრაზე, ქერმანშახში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის კუვეიტში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში.