ბრიტანეთმა ერაყი საბოლოოდ დატოვა

  10:48:50     23-05-2011

გუშინ დიდმა ბრიტანეთმა საბოლოოდ და ოფიციალურად ერაყიდან ჯარების გაყვანა დაასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ერაყში წლების განმავლობაში აწარმოებდა ოპერაციას.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების უმეტესმა ნაწილმა ქვეყანა 2009 წლის შუა ხანებში დატოვა, თუმცა ინსტრუქტორების ნაწილი, სამეფო სამხედრო- საზღვაო ფლოტის ბაზაზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა და ერაყის წყლებში მიმდინარე სხვადასხვა სწავლებებში მონაწილეობას ღებულობდა. დღეს ეს ეტაპი ოფიციალურად დასრულებულია.

ერაყის ომის პირველ ეტაპზე, 2003 წლის აპრილში, დიდმა ბრიტანეთმა ერაყში 46 ათასი სამხედრო გაგზავნა. მიმდინარე კონფლიქტის დროს, 180 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.