„შენ მოგიტ.ნავ კეთილებს“, „მოგაძრობ მაგ თავს“ - პრემიერი კვირიკაშვილი ოპოზიციის ლიდერს აგინებს და ემუქრება

  19:57:56     20-12-2017

პრემიერ კვირიკაშვილის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი, რომელიც მისი გადადგომის საფუძველი გახდება. ქვეყნის მთავრობის მეთაური, ოპოზიციური პარტიის ლიდერს ემუქრება და აგინებს. 

„შენ მოგიტ..ავ კეთილებს. მოგაძრობ მაგ თავს“, - შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ სიტყვების ავტორი უბნის რომელიმე „ძველი ბიჭი“ ან „ციხის მაყურებელი“ კი არა, გიორგი კვირიკაშვილია, ადრესატი კი - ნიკა მელია. 

კვირიკაშვილმა მელიას მაშინ „დაუძაბა“, როდესაც მან პრემიერს უთხრა რომ ის მხოლოდ ფორმალურად იყო პოსტზე დანიშნული. 

როგორც ჩანს, ბოლო დღეების განმავლობაში ისედაც გაღიზიანებულმა პრემიერმა ნერვები ვერ მოთოკა და ოპოზიციის ლიდერს აგინა და დაემუქრა, რაც სერიოზული პოლიტიკური შეცდომა და პასუხისმგებლობაა. 

„თქვენ ხართ კორუმპირებული“, "ნაბიჭვ.რი", - ასე მიმართა გინებისა და მუქარის შემდეგ მელიამ პრემიერს.

თუ კვირიკაშვილს კიდევ შერჩა ვინმე ირგვლივ, ვინც კარგ რჩევას მისცეს, მაშინ მას აუცილებლად უნდა ურჩიონ გადადგომა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც დაძაბული პოლიტიკური ფონის შემდეგ, საქართველოს ისეთი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, რომელიც ოპოზიციის ლიდერს პირდაპირ ეთერში აგინებს და პირდაპირ ეთერში ემუქრება „თავის მოძრობით“.