საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის განცხადება

  10:46:59     23-05-2011

სსიპ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს კონკურსს სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა
გზებისა და აეროდრომების მშენებლობის მიმართულება:

სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება:

სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ბიზნესისა და მართვის სკოლა
ზოგადი მენეჯმენტი:

სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ლოჯისტიკა და ექსპედირება:

სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა   კანდიდატმა თავდაცვის აკადემიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv), აკადემიის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული, აკადემიური თანამდებობის მაძიებლის ანკეტის მიხედვით;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი / დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტ პროფესორის შემთხვევაში);
ე) აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი, არანაკლებ სამი სასწავლო კურსის სილაბუსი აკადემიის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სილაბუსის ფორმის მიხედვით;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (ასისტენტ პროფესორისთვის სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა სავალდებულო არ არის);
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობს დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიურიმუშაობისდამადასტურებელი დოკუმენტი;
ი)  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობს დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსი ცხადდება 2011 წლის 20 მაისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2011 წლის 21 ივნისიდან 2011 წლის 5 ივლისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები გამოცხადდება 5 აგვისტოს.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. N 117ა, საკონტროლო–გასაშვები პუნქტი N 3.

საკონკურსო დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნას აგრეთვე ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: [email protected]. სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

თანდართული დოკუმენტები იხ. აქ:

http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=1009