ზურაბ ალავიძე: ვაპირებთ, რომ 2018 წელს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ 200 კილომეტრამდე გზას
17:20:06     20-12-2017
"ვაპირებთ, რომ 2018 წელს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ 200 კილომეტრამდე გზას."
ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ზურაბ ალავიძემ გზის ის მონაკვეთები ჩამოთვალა, რომელსაც 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მათ შორის, მან დაასახელა მარნეული - ალგეთის გზის 15 - კილომეტრიანი მონაკვეთი, დმანისის მუნიციპალიტეტში გზის გარკვეული მონაკვეთი, წალკა-აიაზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჭრებალო-ნიკორწმინდისგზის მონაკვეთი და ა.შ.
ზურაბ ალავიძემ რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი ყველაზე მოცულობითია, როგორც სირთულით, ასევე ფინანსურად.
„რიკოთის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 90-მდე ხიდზე და 60-მდე მაგისტრალური გვირაბის გაკეთებაზე, პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიარდ დოლარამდე იქნება და პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ეს არის ურთულესი მონაკვეთი“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.