ელენე ხოშტარია სოზარ სუბარს: როდესაც დაგიძახებთ პარლამენტში, კეთილი უნდა ინებოთ და მობრძანდეთ

  12:33:08     20-12-2017

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატს, სოზარ სუბარს წერილი გადასცა, რომელიც მის პარლამენტში დაბარებას ეხება. 

”ბევრად მეტი დრო დამჭირდება იმ კითხვების დასასმელად, რომელიც თქვენს მიმართ მაქვს. ამისთვის არსებობს საპარლამენტო კონტროლი, რომ როდესაც დაგიძახებთ პარლამენტში ბატონო სოზარ, კეთილი უნდა ინებოთ და მობრძანდეთ არა იმიტომ, რომ ჩემი, ან ოპოზიციის ახირება დააკმაყოფილოთ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონი. თქვენ 11 ოქტომბერს გამოხვედით და ქილიკით იძახდით, რომ არ მოგსვლიათ წერილი დაბარების შესახებ. ამით ან ტყუილი თქვით ან თქვენ დამოკიდებულებას გამოხატავთ ამ ინსტიტუტის მიმართ. გაქვთ უფლება ძალიან არ მოგწონდეთ და იქილიკოთ პოლიტიკურად, მაგრამ არ გაქვთ უფლება კანონს ასე უყურებდეთ. რადგან მოიტყუეთ ან არ გახსოვდათ, რომ დაბარებული იყავით, მინდა გადმოგცეთ წერილი დაბარების შესახებ”, - მიმართა ხოშტარიამ სუბარს.