არჩილ თალაკვაძე: მთავრობაში საკადრო ცვლილებები არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია

  12:18:30     20-12-2017

„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც მუდმივად სჭირდება რეფორმები, ცვლილებები, პარტნიორები და ამიტომ, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სამთავრობო გუნდი ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მუდმივად სჭირდება რეფორმები, ცვლილებები და პარტნიორები.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის ამოცანაა, მთავრობას შეუქმნას პირობები, საკანონმდებლო სივრცე იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს და საქართველოს პროგრესი გახდეს კიდევ უფრო ხელშესახები თითოეული მოქალაქისთვის.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია.

„მთავრობაში საკადრო ცვლილებები არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია და მას შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.