უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტი უწოდეს

  10:20:22     20-12-2017

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ყირიმში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და რუსეთის იურისდიქციის უკანონოდ გავრცელების ფაქტები განიხილება.

დოკუმენტში აღნიშნულია, "რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის - დროებითი ოკუპაციის" არაღიარებისა და დაგმობის საკითხი.

რეზოლუციას მხარი 70-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 26 ქვეყანა, 76-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.