სკოლის დირექტორი დაჭრილ მოზარდზე: ბავშვი არის ძალიან მოწესრიგებული, ზრდილობიანი"
09:59:18     20-12-2017
რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვი ექვსივე გაკვეთილს დაესწრო და აღნიშნა, რომ ის ძალიან მოწესრგებული მოსწავლეა.
დირექტორი მაია მიქაძე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა.
"ეს ბავშვი სექტემბერში გადმოვიდა ჩვენთან. ბავშვი არის ძალიან მოწესრიგებული, ზრდილობიანი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. დღეს 6-ვე გაკვეთილს დაესწრო, მე-6 გაკვეთილზე შემაჯამებელიც დაწერა ქიმიაში. წარმოუდგენელია ჩემთვის, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა. პატარა სკოლა ვართ, ერთი ოჯახივით, გამორიცხულია რაიმე კონფლიქტი გამოგვრჩეს", - განაცხადა მაია მიქაძემ.