15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა
09:56:31     20-12-2017
მეათე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული 4 ჭრილობით შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მოზარდმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციის ჩატარება.
რა გახდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მდებარე ბაღში სისხლიანი გარჩევის მიზეზი და რატომ გაიმეტეს თანატოლებმა მეათე კლასის მოსწავლე ამ დრომდე უცნობია. ეჭვმიტანილი დაკავებული ჯერ არ არის.
ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში, თვითმხილველთა ნაწილი გამოკითხეს.
შენობაში გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ დაჭრილი მოზარდის თანაკლასელები და სკოლელები. მათი ნაწილის გამოიკითხვა გუშინ ვერ მოხერხდა და, სავარაუდოდ, სამართალდამცველები პროცედურას დღეს გააგრძელებენ. პოლიციის შენობაში დაახლოებით 20-მდე პირი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.