„პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ყოველგვარი ჭორები და სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია“
17:58:34     19-12-2017
„პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ყოველგვარი ჭორები და სპეკულაციები საფუძველს არის მოკლებული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვას იწყებს, ხოლო 21 დეკემბერს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.
„ხვალ წარედგინება პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა. გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. ამის საფუძველზე ზეგ უკვე ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობის შემადგენლობას. რაც შეეხება ჭორებს პრემიერის გადადგომის თაობაზე, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამას და ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ დავამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას და შესაბამისად, ჭორები და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.