15 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ვრცელდება
17:32:43     19-12-2017
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
არასრულწლოვნის დაჭრის გამო, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღი დროებით დაიკეტა.
თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მომხდარს წინ, სავარაუდოდ, მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მათივე განცხადებით, უშუალოდ არაფერი დაუნახავთ, თუმცა გაიგონეს სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას ყვირილის ხმა, რომელიც დასახმარებლად სამართალდამცველებს იხმობდა.
ბაღის შიდა ტერიტორიაზე ვიდეო სათვალთვალო კამერები განლაგებული არ არის.