მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილ 15 წლის მოზარდს ოპერაცია უტარდება

  17:18:42     19-12-2017

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილ 15 წლის მოზარდს ოპერაცია უტარდება, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, მას 4 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდის და წელის არეში.

ამ ეტაპზე ოპერაცია გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გამო უტარდება.ექიმის თქმით, ჭრილობები, 15 წლის მოზარდს, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.