ეკა ბესელია: მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის

  12:38:17     19-12-2017

მმართველ გუნდში ყველანაირ დაპირისპირებას გამორიცხავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შოთა შალელაშვილის წერილი იერუსალიმთან დაკავშირებით და და ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი პრემიერის შესაძლო გადადგომაზე, ხომ არ მიუთითებს დაპირისპირებაზე, ეკა ბესელიამ განმარტა, რომ  არანაირი დაპირისპირება მმართველ გუნდში არ არის.

"მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის. თქვენ თუ აკვირდებით, აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც თემატურად სხვადასხვა საკითხზე ისმის ხოლმე მმართველი გუნდიდან, შესაძლებელია იყოს განსხვავებული და უჩვეულო, რადგან ”ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში არ ვიყავით შეჩვეული პარტიიდან განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას. ჩვენი გუნდიდან ისმის ხოლმე განსხვავებული მოსაზრებები, რაც დემოკრატიის ნაწილია, თუმცა, გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად",- განაცხადა ეკა ბესელიამ.